logo

5 რამ, რაც გუშინდელმა შეხვედრამ გვასწავლა

5 რამ, რაც გუშინდელმა შეხვედრამ გვასწავლა

გუშინ "ბარსელონამ" "კამპ ნოუზე" "ატლეტიკო" მიიღო და უმნიშვნელოვანესი 2 ქულა დაკარგა. ამის გამო, თუ "რეალი" თავის თამაშს მოიგებს კატალონიელები მმათ  უკვე 4 ქულით ჩამორჩებიან.

გუნდმა მორიგი უსახური თამაში ჩაატარა და სამართლიანი კრიტიკა დაიმსახურა. მთავარ პრობლემად კვლავ კიკე სეტიენი რჩება, რომელიც "ბარსას" საშინელ ფეხბურთს ათამაშებს. ამ მატჩის შემდეგ მის წასვლაზეც კიდევ უფრო მეტად ალაპარაკდნენ.

BarcaUniversal-მა გადაწყვიტა, უფრო ღრმა ანალიზი გაეკეთებინა და შემოგვთავაზა 5 ძირითადი დასკვნა, რომლის გამოტანაც გუშინდელი შეხვედრიდან შეგვიძლია.

1. პუჩი ძირითად შემადგენლობაში ადგილს იმკვიდრებს

ახალგაზრდა ესპანელმა მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. მისი სტატისტიკა მართლაც შთამბეჭდავი იყო - 66 ზუსტი პასი (92% სიზუსტე), 6/6 წარმატებული დრიბლინგი, 2 გრძელი გადაცემა, 1 საკვანძო პასი და ა.შ. პუჩს საფეხბურთო სითავხედე ნამდვილად არ აკლია, რაც თავის დამკვიდრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ფრენკი დე იონგის ტრავმის გამო მიღებულ შანსს რიკი მშვენივრად იყენებს და ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურადაც ყალიბდება.

2. კიკე სეტიენი ცვლილებებს აგვიანებს

ყველაფერთან ერთად, "ბარსას" თავკაცის პრობლემა ცვლილებების დაგვიანებაცაა. გუშინდელ მატჩში კიკემ 5-დან მხოლოდ 3 ცვლილება გამოიყენა, რომელთაგან ორი 85' წუთის შემდეგ განახორციელა. განსაკუთრებით დიდი კრიტიკა მინდორზე ანტუან გრიზმანის 90' წუთზე შეყვანამ დაიმსახურა. 

კიკემ თამაში თავიდანვე უჩვეულო, 4-4-2, ტაქტიკით დაიწყო, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. დაგვიანებულმა ცვლილებებმაც ვერაფერი შეცვალეს. 

3. მსაჯმა და VAR-მა თამაშის ბედი მნიშვნელოვნად გადაწყვიტა

გუშინდელ შეხვედრაში მსაჯი და ვიდეო რეფერი აქტიურად იყვნენ ჩართულები. დიეგო კოშტას მიერ დარტყმული თერთმეტმეტრიანი მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მოიგერია, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ის ხაზიდან წინ იყო გამოსული და მსაჯმა "ატლეტიკოს" დარტყმის უფლება ხელახლა მისცა. ამჯერად საულ ნიგესი ზუსტი აღმოჩნდა.

მეორე ტაიმში "ბარსელონამ" ანგარიში 2-1 ასევე პენალტიდან გახადა. დარღვევა ნელსონ სემედუზე დაფიქსირდა, თუმცა კონტაქტი მინიმალური იყო და პენალტიც საეჭვო გამოდგა.

მადრიდელთა მეორე 11-მეტრიანზე სალაპარაკო არაფერია, თუმცა საეჭვო საკამათო ეპიზოდი კიდევ იყო, როდესაც საჯარიმოში ჟერარ პიკე წააქციეს, თუმცა მსაჯმა ამ მომენტის განხილვა საჭიროდ არ ჩათვალა.

ასეა თუ ისე, 4-დან სამი გოლი არბიტრის გადაწყვეტილებას მოჰყვა.

4. სუარესი და ვიდალი ძალიან იტვირთებიან

კიკე სეტიენი ურუგვაელსა და ჩილელს მუდმივად ძირითად შემადგენლობაში აყენებს. მათ სასტარტოდან ზედიზედ მეთხე მატჩი დაიწყეს, რაც თამაშის ხარისხზეც აისახა. ნათელია, რომ სამხრეთამერიკელებს დასვენება სჭირდებათ. "ელ პისტოლეროს" მით უმეტეს, რადგან ის ტრავმიდან დაბრუნდა.

5. "ბარსა" ტიტულს კიდევ უფრო შორდება

"ატლეტიკოსთან" დაკარგული 2 ქულით ჩემპიონობის შანსები კიდევ უფრო შემცირდა. კატალონიელები "რეალს" ჯერ კიდევ "სევილიასთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ჩამორჩნენ, თუმცა იმედი ჰქობდათ, რომ "მერენგები" ქულებს დაკარგავდნენ. "რეალი" კი ამას არ აპირებს.

ახლა "ბარსელონა" მის კონკურენტებზე კიდევ უფროა დამოკიდებული. გუნდმა დარჩენილ 5 მატჩში ქულები არ უნდა დაკარგოს, მადრიდელებმა კი - პირიქით. 

საინტერესოა, რომ კალენდარი ხელს სწორედ "სამეფო კლუბს" უწყობს, რაც "ბლაუგრანას" მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.


1 თვის წინ
526 / 0
სესე გოგიაშვილი
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 588
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემბელე, უმტიტი, გრიზმანი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ვიდალი, ბუსკეტსი