1 წლის და 8 თვის წინ
"ბარსელონამ" 2024 წლისთვის შემტევის ტრანსფერი დაგეგმა
"ბარსელონამ" 2024 წლისთვის შემტევის ტრანსფერი დაგეგმა

კატარის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი კატარში ჩავიდა და იქ რამდენიმე მატჩს დაესწრო.

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტ ფერან მარტინესის ინფორმაციით, "მაესტრო" აზიურ ქვეყანას მხოლოდ თამაშების საყურებლად არ სწვევია. ჩავის ვიზიტის ერთ-ერთ-ერთ მიზანს დანი ოლმოს გარემოცვასთან მოლაპარაკება წარმოადგენდა.

"ბლაუგრანადან" ესპანელ გარემარბს შეუთვალეს, რომ თუ ის დაიცდის და "ლაიფციგთან" კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, 2024 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებენ.

"ბარსაში" 24 წლის გარემარბს შემადგენლობის გაძლიერების ერთ-ერთ საუკეთესო კანდიდატად მიიჩნევენ, თუმცა ფინანსური პრობლემები კლუბს ტრანსფერის ახლა განხორციელების საშუალებას არ აძლევს.

კატალონიური გრანდის გეგმების ჩაშლა "ბაიერნსა" და "რეალს" შეუძლიათ. თუ "წითელი ხარები" შეატყობენ, რომ დანი ხელშეკრულებას არ ახანგრძლივებს, მას ტრანსფერზე დააყენებენ. ესპანელის ფასად 40 მილიონი ევრო განისაზღვრება.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 მატჩში ოლმომ 4 გოლი და 6 ასისტი მიითვალა.


Facebook კომენტარები