3 საათის და 11 წუთის წინ
დიასი ბარსელონაში, კვარაცხელია ლივერპულში - რა ინფორმაცია გავრცელდა ბრიტანულ მედიაში
დიასი ბარსელონაში, კვარაცხელია ლივერპულში - რა ინფორმაცია გავრცელდა ბრიტანულ მედიაში
ავტორი
Aa

ინგლისური გამოცემა, Anfield watch, რომელიც ლივერპულის ირგვლივ ტრაიელბს, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს.

ცნობილია, რომ ლუის დიასის შეძენა ბარსელონასა და მიუნხენის ბაიერნს სურთ.

წყაროს ცნობით, თუ კოლუმბელი შემტევი გაიყიდება, წითლები კვარაცხელიას დამატებას შეეცდებიან:

"ბარსელონა და ბაიერნი ლუის დიასის დამატებას ცდილობენ და თუ ეს ტრანსფერი შედგა, წითლები პსჟ-დან ხვიჩა კვარაცხელიას წაყვანაზე იფიქრებენ. ლივერპულს კოლუმბიელის გაყიდვა არ სურს, თუ კლუბი სარფიან შეთავაზებას არ მიიღებს. ნაპოლიმ ხვიჩა კვარაცხელია 70 მილიონ ევროდ გაყიდა და დიასის შემთხვევაშიც ლივერპული სწორედ ამ თანხის მიღებას ვარაუდობს. 

თუმცა, კვარაცხელიასა და დიასის შედარება ცოტათი გადაჭარბებულია: როგორც ბარსელონასთვის, ისე ბაიერნისთვის კოლუმბიელი ნომერ პირველი სამიზნე არ ყოფილა, ისინი დიასს მხოლოდ სხვა მიმართულებით განცდილი წარუმატებლობის შემდეგ მიუბრუნდნენ - მას შემდეგ, რაც ნიკო უილიამსმა ბილბაოში დარჩენა გადაწყვიტა“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ მერსესაიდული კლუბის რიგებს გიორგი მამარდაშვილი უკვე შეუერთდა.

ამ გადმოსახედიდან ლივერპულს ხვიჩას ყიდვა ძალიან გაუჭირდება, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, პსჟ ასეთი წარმატებების შემდეგ ქართველს შეელიოს.


Facebook კომენტარები