1 წლის და 4 თვის წინ
ფლიკი ტერ შტეგენს გუნდიდან ვერ უშვებს - რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში
ავტორი
Aa
ესპანელი ჟურნალისტი, ხავიერ ბოში კატალონიის ბარსელონას შესახებ ახალ ამბავს ავრცელებს.
მისი თქმით, ამჟამად ჰანსი ფლიკის ყველაზე დიდი პრობლემა მარკ ანდრე ტერ შტეგენია, რომელსაც არწმუნებს, რომ წავიდეს.
გერმანელ მეკარეს კლუბის დატოვება არ სურს, მიუხედავად იმისა, რომ ის კლუბის გეგმებში არ შედის.
ბარსელონამ ჟოან გარსია იყიდა და ამავდროულად ვოიცეხ შესნისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, რაც მათთვის ნდობის გამოცხადებას ნიშნავს.
თანაც ტერ შტეგენს მაღალი ხელფასი აქვს და მისი გუნდიდან წასვლა კლუბს ფინანსურადაც გამოადგება.
ის აცხადებს, რომ ან ბარსელონაში უნდა დარჩეს, ან, კონტრაქტის მიხედვით, ხელფასის დარჩენილი ნაწილიც მიიღოს და ისე წავიდეს.
ცნობისთვის, ტერ შტეგენს ბარსასთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულში ეწურება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი