1 წლის წინ
ფატის მამა "ბარსას" შეხვდა - რა განიხილეს მხარეებმა
ფატის მამა "ბარსას" შეხვდა - რა განიხილეს მხარეებმა

"ბარსელონას" ახალგაზრდა თავდამსმხელის, ანსუ ფატის მამა, ბორი ფატი დღეს "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს შეხვდა.

ჟერარ რომეროს ინფორმაციით, შეხვედრამ დაახლოებით 50 წუთს გასტანა.

ვიქტორ ნაე წერს, რომ ბორისაც და ანსუს აგენტ ჟორჟე მენდეშსაც სურთ, რომ 20 წლის შემტევმა "კამპ ნოუ" დატოვოს. თუ "ბარსა" კარგ შეთავაზებას მიიღებს, დიდი ალბათობით, ფეხბურთელი გაიყიდება.

განსხვავებულ ცნობას ავრცელებს ჟურნალისტი ელენა კონდისი.

წყაროს თანახმად, დღევანდელ შეხვედრაზე ფატის გაყიდვაზე საუბარი არ ყოფილა. ანსუმანეს მამას მისი შვილის მწირ სათამაშო დროზე დაუჩივლია. 

მატეუ ალემანიმ ბორი ფატის პირობა მისცა, რომ ესპანელი შემტევი გუნდის სამომავლო გეგმებში შედის და მის გაყიდვაზე კლუბი მხოლოდ მაშინ დაფიქრდება, თუ ამას ჩავი მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ათიანის მონაგარი 6 გოლსა და 3 ასისტს შეადგენს.


Facebook კომენტარები