logo

მესამე შედეგი ისტორიაში - კიკე მხოლოდ გვარდიოლას ჩამორჩა

მესამე შედეგი ისტორიაში - კიკე მხოლოდ გვარდიოლას ჩამორჩა

როგორც მოგეხსენებათ, გუშინდელ მატჩში "ბარსელონამ" 1005 გადაცემა გააკეთა, რომელთაგან 921 ზუსტი გამოდგა.

საინტერესოა, რომ აღნიშნული მაჩვენებლით "ბლაუგრანას" ახალმა თავკაცმა, კიკე სეტიენმა თავისი პირადი რეკორდი მოხსნა, რაც აქამდე 788-დან 719 ზუსტ პასს შეადგენდა. ამ რეზულტატს კიკემ "ბეტისის" მეთაურობისას მიაღწია.

რეკორდები აქ არ სრულდება - გუშინ "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" საკუთარ ისტორიაში მესამე საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირეს. 

შეგახსენებთ, რომ რეკორდის ამჟამინდელი მფლობელი პეპ გვარდიოლას ფორმაციის "ბარსა" გახლავთ: "ლევანტესთან" 2010/11 წლების სეზონის ჯახში იმ გუნდმა 962 ზუსტი პასი შეასრულა.


4 თვის წინ
1731 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1008
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ