

Mundo Deportivo კატალონიის ბარსელონას შესახებ ახალ სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კლუბი თავის სპონსორთან, სპოტიფაისთან კონტრაქტის განახლების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
როგორც ცნობილია, კომპანია ბლაუგრანას ამჟამად ყველაფრის გათვალისწინებით წლიურად 70 მილიონ ევროს უხდის.
სპოტიფაის აქვს შანსი, რომ არსებული კონტრაქტი 2030 ან 2034 წლამდე გაახანგრძლივოს, ოღონდ წლიური თანხა 20 მილიონით უნდა გაზარდოს, რაზეც ისინი თანახმა არიან.
როგორც Mundo Deportivo წერს, ბარსელონა თვლის, რომ სპონოსრის მაისურზე დატანილი წარწერა და დანარჩენი სხვა ყველაფერი 120 მილიონი ევრო ღირს, რაც კომპანიის შეთავაზებისგან შორსაა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რას ფიქრობენ სპონსორები ამ თანხასთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბსა და სპონსორს შორის 2026 წლის ზაფხულამდეა გაფორმებული.



