1 წლის და 8 თვის წინ
SPORT-მა "ბარსას" ორი სამიზნის ტრანსფერის ალბათობა დაითვალა
SPORT-მა "ბარსას" ორი სამიზნის ტრანსფერის ალბათობა დაითვალა

ესპანურმა გამოცემა SPORT-მა "ბარსელონას" ორი სამიზნისა და მათი "კამპ ნოუზე" გადაბარგების ალბათობის შესახებ მოგვახსენა.

პირველი ინიგო მარტინესია. წყაროს თანახმად, იმის შანსი, რომ ცენტრალური მცველი ზაფხულში "ლურჯ-ბროწეულისფერთ" შეუერთდება, 80%-ია.

ინიგო სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება. მაშასადამე, კლუბს მისი დამატება უფასოდ შეეძლება, თუმცა სანამ "ბლაუგრანა" ბასკს გაიფორმებს, ფინანსურ რეგულაციებთან დაკავშირებული პრობლემები უნდა მოაგვაროს.

რაც შეეხება მეორე ფეხბურთელს, ის "მანჩესტერ სიტიდან" მიუნხენის "ბაიერნში" განათხოვრებული ჟოაუ კანსელუ. პორტუგალიელი ფლანგელის "ბარსაში" აღმოჩენის შანსი 50 %-ს უტოლდება.

უდიდესი ალბათობით, "ბაიერნი" ჟოაუს არ გამოისყიდის. ზაფხულში მას "სიტიზენებში" მოუწევს დაბრუნება, მაგრამ მისი შენარჩუნება არც იქ სურთ. კანსელუს ღირებულების გადახდას "ბარსელონა" ნამდვილად ვერ აუვა, ამიტომ ერთადერთ ვარიანტად ისევ იჯარა რჩება.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის კანსელუმ მიმდინარე სეზონში 3 გოლითა და 9 ასისტით გამოიჩინა თავი. 31 წლის ინიგოს მონაგარი 1 გოლია.


Facebook კომენტარები