2 წლის და 8 თვის წინ
3 ფეხბურთელი, რომელთა "კლასიკოში" თამაში გამორიცხულია
ავტორი
Aa
5 აპრილს "ბარსელონას" კიდევ ერთი "ელ კლასიკო" ელოდება. ეს მატჩი კოპა დელ რეის 2022/2023 წლების სეზონის ფინალისტს გამოავლენს.
ჟურნალისტ ხავი მიგელის ინფორმაციით, ამ შეხვედრაში "ბლაუგრანას" 3 ფეხბურთელის მონაწილეობა გამორიცხულია. ეს ფეხბურთელები არიან: ანდრეას კრისტენსენი, პედრი გონსალესი და უსმან დემბელე.
მიუხედავად იმისა, რომ დემბელემ ბალახზე ვარჯიში განაახლა, მისი "რეალთან" დაბრუნება მაინც ძალიან ნაადრევი იქნებოდა.
კრისტენსენმა დანიის ნაკრებში ყოფნისას 3-4 კვირიანი დაიზიანება მიიღო.
რაც შეეხება რონალდ არაუხოსა და ფრენკი დე იონგს, რომლებსაც მცირე დისკომფორტი აღენიშნებოდათ, ისინი "კლასიკოსთვის" მწყობრში ჩადგომას მოასწრებენ.
შეგახსენებთ, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული შეხვედრა კატალონიურმა გრანდმა ანგარიშით 1:0 მოიგო.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 1 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 1 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
2 თვის და 2 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი