4 თვის წინ
იამალი და მომღერალი ქალი - ლამინი ახალ სკანდალშია?!
ავტორი
Aa
კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელი ლამინ იამალი კვლავ ყურადღების ცენტრშია.
ზაფხულის ცხელ დღეებდი რამდენიმე მოდელთან რომანის შემდეგ, ახალგაზრდა ესპანელი ამჯერად არგენტინელ მომღერალთან, ნიკი ნიკოლთან დააკავშირეს.
როგორც გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, 24 წლის მომღერალი გუშინ "ბარსელონასა" და "კომოს" ამხანაგურ მატჩს დაესწრო, სადაც ნიკოლს იამალის მაისური და შორტი ეცვა.
გარდა ამისა, შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებმა დააფიქსირეს, რომ იამალის მობილურ ტელეფონზე ნიკოლის ფოტო იყო გამოსახული.
საგულისხმოა, რომ მატჩის შემდეგ "ბარსელონამ" ოფიციალურად განაცხადა, რომ ნიკი ნიკოლი მატჩზე მიწვეული იყო საპატიო სტუმრის სტატუსით.
იხილეთ ფოტო: 
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
2 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი