1 წლის და 8 თვის წინ
"მან გუნდი უნდა შეიცვალოს" - ფატის მამის სკანდალური ინტერვიუ
"მან გუნდი უნდა შეიცვალოს" - ფატის მამის სკანდალური ინტერვიუ

"ბარსელონას" ახალგაზრდა თავდამსხმელის, ანსუ ფატის მამამ, ბორი ფატიმ კლუბი საჯაროდ გააკრიტიკა.

Cope-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბორიმ ბევრი სკანდალური განცხადება გააკეთა.

"ანსუს "ბარსელონაში" დარჩენა სურს. მე, როგორც მამა, სხვა აზრზე ვარ.

ანსუ გაცილებით მეტს იმსახურებს. ჩვენ "ბარსელონას" ათიანზე ვსაუბრობთ.

ვხედავ, რომ ანსუ ძალიან ცოტას თამაშობს. ეს მაბრაზებს. ვლაპარაკობ არა როგორც მწვრთნელის, არამედ მამის გადმოსახედიდან.

ჩემი შვილი ახლა ძალიან კარგ ფორმაშია. ის ფეთქებადია. როცა მას თავდაჯერება ეძლევა, უფრო სწრაფიც ხდება.

"კამპ ნოუზე" ჩემი ადგილი მაქვს, მაგრამ მე იქ აღარ მივალ. გაბრაზებული ვარ.

ანსუს გუნდის გამოცვლა ვურჩიე, თუმცა ის არ მთანხმდება. ის ჩავიზე გაბრაზებული არაა. ანსუ მაესტროს თავის კუმირად ხედავს," - თქვა ბორი ფატიმ.

სხვათა შორის, ანსუს მამამ "ბარსელონას" ინსტაგრამზე გამოწერა გაუუქმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში 20 წლის ესპანელის ანგარიშზე 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა 


Facebook კომენტარები