3 წლის და 7 თვის წინ
ანსუ ფატი მამამისზე გაბრაზებულია
ავტორი
Aa
ანსუ ფატიმ დღეს ჩავის უთხრა, რომ მამამისის განცხადებების გამო ძალიან გაბრაზებულია, - იუწყება La Portera de Nunez.
Relevo-ს ჟურნალისტის ინფორმაციით, 20 წლის თავდამსხმელს წარმოდგენაც არ ჰქონდა იმაზე, რასაც ბორი ფატი ინტერვიუში იტყოდა. შექმნილი სიტუაცია ანსუს თავს არაკომფორტულად აგრძნობინებს.
ფატის ახლა ყველაზე ნაკლებად სურს საკუთარ მიზნებზე ფოკუსირების დაკარგვა.
შეგახსენებთ, რომ დღეს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ბორი ფატიმ "ბარსას" ხელმძღვანელობა და ჩავი ერნანდესი გააკრიტიკა. ბორის თქმით, მას ანსუს მიერ გუნდის შეცვლა სურს, თუმცა შვილი ამაში არ ეთანხმება.
მიმდინარე სეზონში "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ათიანის ანგარიშზე 6 გოლი და 3 ასისტია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი