1 კვირის და 2 დღის წინ
"კონფერენს ლიგის დონის თამაში იქნება" - რას წერენ ბარსელონას ფანები კვარას ტრავმასთან დაკავშირებით
"კონფერენს ლიგის დონის თამაში იქნება" - რას წერენ ბარსელონას ფანები კვარას ტრავმასთან დაკავშირებით
ავტორი
Aa

ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ-ჟერმენი ოსერს უმასპინძლა.

პირველ ტაიმში ხვიჩა კვარაცხელია დაშვდა, რის გამოც მან მეორე ტაიმში გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მხოლოდ თავდაცვის გამო მოხდა და დისკომფორტი მხოლოდ მცირეა:

მოგეხსენებათ, კლუბს შემდეგი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონასთან ოთხშაბათს 23:00 საათზე ელის.

კვარაცხელიას ტრავმას კატალონიური კლუბის ფანები ეხმაურებიან:

"მათ ბევრი ტრავმირებული ჰყავთ. ვინ აპირებს თამაშს, თავად ლუჩო?"

"რა ჯანდაბა ხდება ფეხბურთში? ამდენი ტრავმა..."

"კონფერენს ლიგის დონის თამაში იქნება"

"უბრალოდ დანებდით, ძალიან მარტივად მოვუგებთ პსჟ-ს"

"ეს თამაში დაწყევლილია, უეფამ უნდა გადადოს"

"კვარაცხელიას დონის მოთამაშე ბევრი არ არის, ასევე რაფინია, დემბელე, ვიტინია და კიდევ რამდენი. ისინი ამ მატჩს ძალიან დააკლდებიან".


Facebook კომენტარები