1 წლის წინ
ნაკრებში გავიზე გაბრაზდნენ - პაბლოს უსაქციელობის ამბავი
ნაკრებში გავიზე გაბრაზდნენ - პაბლოს უსაქციელობის ამბავი

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია უკმაყოფილოა პაბლო გავის მიერ უკანასკნელ სანაკრებო პაუზაზე გამოვლენილი ქცევით, - იუწყებიან Relevo-ს ჟურნალისტები სერხიო სანტოსი და ალფრედო მატილა.

უკმაყოფილების პირველი მიზეზი არის ის, რომ 18 წლის ნახევარმცველმა უარი თქვა მიეღო მონაწილეობა ტრადიციულ ღონისძიებაში, რომელიც გულშემატკივრებისთვის ავტოგრაფების დასარიგებლად ეწყობა. ნორვეგიასთან შეხვედრამდე, "ფურია როხას" რამდენიმე ფეხბურთელმა ქომაგები გაახარა, გავი კი ადგილზე არ გამოცხადდა, მოიმიზეზა რა თავის ტკივილი.

პაბლოს ღონისძიებაში მონაწილეობა მაინც დააძალეს და იგი იქ მარტო მივიდა. დანი ოლმო, როდრი და ხოსე გაია, რომლებიც დროულად იყვნენ იქ მისულნი, თანაგუნდელზე განაწყენებულნი დარჩნენ.

მატჩამდე გავის ნაკრების კაპიტანმა ალვარო მორატამ ტემპერამენტის მოთოკვა სთხოვა, რადგან ახალგაზრდა შუახაზელის ხისტი თამაში ვარჯიშზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა.

ნორვეგიის დამარცხების შემდეგ (3:0) გავიმ ღიად დააფიქსირა, რომ მარცხენა გარემარბის პოზიციაზე თამაშისას თავს არაკომფორტულად გრძნობს. იგი გააბრაზა მოედნიდან ნაადრევად გაყვანამაც. "ფურია როხას" ახალ თავკაცს, ლუის დე ლა ფუენტეს სურს, რომ პაბლო რამდენიმე პოზიციაზე მოსინჯოს, ახალგაზრდა "ლა მასიელი" კი ამას გაგებით ვერ ეკიდება.

ცნობისთვის, გავიმ ნორვეგიასთან 57 წუთი ითამაშა, შოტლანდიასთან წაგებულ მატჩში კი სულ 12 წუთი დაეთმო.


Facebook კომენტარები