3 წლის და 2 თვის წინ
ვინ მოიგებს ლა ლიგას - სუპერკომპიუტერის განახლებული პროგნოზი
ავტორი
Aa
როგორც იცით, ლა ლიგის 26 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს კატალონიის "ბარსელონა" 68 ქულით ლიდერობს.
"ელ კლასიკოში" დამარცხების შემდეგ კი მადრიდის "რეალს" ისევ 56 ქულა დარჩა და კლუბის საჩემპიონო შანსები მნიშვნელოვნად შემცირდა.
FiveThirtyEight-ის სუპერკომპიუტერმა ესპანეთის ჩემპიონატზე ახალი პროგნოზი გააკეთა.
მისი ვარაუდით, ესპანეთის ჩემპიონი "ბლაუგრანა" გახდება, რომლის შანსები 95%-ით შეაფასა.
რაც შეეხება "სამეფო გუნდს", მისი ჩემპიონობის შანსი 3%-ით ფასდება.
აქვე გეტყვით, რომ "ბარსელონა" ლა ლიგაში მორიგ მატჩს 1 აპრილს, "ელჩეს" წინააღმდეგ ჩაატარებს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
7 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
8 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
8 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
8 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი