2 წლის და 8 თვის წინ
დუმილი დაირღვა - "ბარსელონაში" მესიზე საუბარი დაიწყეს
ავტორი
Aa
"ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტმა რაფა იუსტემ დაადასტურა, რომ კლუბსა და ლეო მესის შორის უკვე შედგა პირველი კონტაქტი არგენტინელის "კამპ ნოუზე" დაბრუნებასთან დაკავშირებით.
"მესისთან კონტაქტი გვაქვს.
ლეოს დაბრუნება ძალიან გამიხარდებოდა. მჯერა, რომ ლამაზი ისტორიები კარგად უნდა დასრულდეს.
მესის ვეკონტაქტებით და მან იცის, რამდენად გვინდა მისი დაბრუნება.
ბედისწერა გადაწყვეტს, ვიხილავთ თუ არა ლიონელს კვლავ "ბარსელონას" მაისურში," - თქვა იუსტემ.
ეს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ოფიციალური პირებისგან პირველი სერიოზული განცხადებაა, რომელიც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ კატალონიური გრანდი 35 წლის არგენტინელის ტრანსფერზე მუშაობს.
ცნობისთვის, მესი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება. მიმდინარე სეზონში ის "პსჟ-ს" 18 გოლითა და 17 საგოლე გადაცემით დაეხმარა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
2 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი