1 წლის და 11 თვის წინ
რატომ ითამაშა კუნდემ ყელსაბამით - ფრანგის პასუხი
რატომ ითამაშა კუნდემ ყელსაბამით - ფრანგის პასუხი
ავტორი
Aa

"ბარსელონას" ახალგაზრდა უკანახაზელმა ჟიულ კუნდემ საფრანგეთისა და პოლონეთის მატჩში 41 წუთი ყელსაბამით ითამაშა.

ნებისმიერი სახის სამკაულთან ერთად ასპარეზობა სასტიკად გახლავთ აკრძალული, თუმცა 23 წლის ფეხბურთელის სამშვენისი გვერდითა მსაჯმა მხოლოდ პირველი ტაიმის მიწურულს შეამჩნია. სწორედ ამ დროს სთხოვეს კუნდეს ყელსაბამის მოხსნაც.

ამ ინციდენტის შესახებ ჟიულმა კომენტარი მატჩის შემდეგ გააკეთა.

"ყელსაბამი დამავიწყდა. ეს არასდროს დამმართნია. არც ესპანეთში, არც სხვა ქვეყნებში, მაგრამ ახლა დამავიწყდა.

მსაჯმა უბრალოდ მითხრა, რომ მომეხსნა. მეტი არაფერი," - თქვა კუნდემ.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთს "მამლებმა" ანგარიშით 3:1 მოუგეს. მეოთხედფინალში ფრანგები სენეგალსა და ინგლისს შორის უმჯობესს დაუპირისპირდებიან. 


Facebook კომენტარები