12 თვის წინ
ცნობილია - რა თანხას მიიღებს მესი "ბარსაში" დაბრუნების შემდეგ
ცნობილია - რა თანხას მიიღებს მესი "ბარსაში" დაბრუნების შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელის, ლიონელ მესის "ბარსელონაში" დაბრუნებაზე დღეს უამრავი ინფორმაცია ვრცელდება, რაც გვაფიქრებინებს, რომ არგენტინელი მეგავარსკვლავის კვლავ "კამპ ნოუზე" ხილვა სავსებით შესაძლებელია.

მითქმა-მოთქმა კიდევ უფრო გაამძაფრა "ბლაუგრანას" ვიცე-პრეზიდენტის რაფა იუსტეს განცხადებამ. ეს პირველი შემთხვევაა, როცა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელობის წევრი მესისთან კონტაქტზე ყოფნას ადასტურებს.

ჟურნალისტ ვერონიკა ბრუნატის ინფორმაციით, ლეო დღეს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხაზინადართან, ფერან ოლივეირასთან ისაუბრა. სწორედ ამიტომ გამოსჭვიოდა იუსტეს განცხადებაში ესოდენ დიდი ოპტიმიზმი "ლა პულგას" დაბრუნებასთან დაკავშირებით.

იტალიელმა ჟურნალისტმა ისიც იცის, რა თანხას მიიღებს 35 წლის ფეხბურთელი კატალონიური გრანდისგან.

წყაროს თანახმად, ლეოს ყოველწლიური ანაზღაურება 10 მილიონი ევრო იქნება. ამას დაემატება წილი სასპონსორო შეთანხმებისგან, რაც მესის ანაზღაურებას იმ თანხასთან მიაახლოვებს, რასაც იგი ახლა "პარი სენ-ჟერმენში" გამოიმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება.


Facebook კომენტარები