3 წლის და 1 თვის წინ
ალეხანდრო ბალდეს სერიოზული მსურველი გამოუჩნდა
ალეხანდრო ბალდეს სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

Diario SPORT-ის ჟურნალისტ ლუის მიგელსანსის ინფორმაციით, ჟორჟე მენდეშმა "ბარსელონას" შეატყობინა, რომ ერთ-ერთი კლუბი მზადაა, ალეხანდრო ბალდეში ძალიან დიდი თანხა გადაიხადოს.

18 წლის ფლანგელისადმი ყველაზე დიდ ინტერესს ლონდონის "ჩელსი" იჩენს. 

"არისტოკრატებს" დაცვის მარცხენა ფრთის გაძლიერება სურთ, "ლა მასიელი" კი საამისოდ ოპტიმალური ვარიანტია.

"ბარსელონას" გეგმებში ალეხანდროსთან კონტრაქტის გახანგრძლივება შედის. ბალდეს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ივლისამდე აკავშირებს, "ლურჯ-ბროწეულისფერთ" კი მისი 2027 წლამდე გახანგრძლივება უნდათ.

კატალონიური გრანდი ბალდესთან შეთანხმებასთან ძალიან ახლოსაა, თუმცა ამის გაოფიციალურებას ხელს ფინანსური რეგულაციები უშლის.

ალეხანდროს პრიორიტეტი "კამპ ნოუზე" დარჩენაა. აღსანიშნავია, რომ ესპანელის გარემოცვის მოსაზრებით, ფეხბურთელი "ბარსასგან" ისეთივე ანაზღაურებას იმსახურებს, როგორიც პედრისა და ანსუ ფატის აქვთ.


Facebook კომენტარები