"ბარსელონამ" ესპანეთის უდიდესი ტალანტი ხელში ჩაიგდო - "რეალი" დამარცხებულია

"ბარსელონამ" ესპანეთის უდიდესი ტალანტი ხელში ჩაიგდო - "რეალი" დამარცხებულია

Onda Cero იტყობინება, რომ "რაიო ვალეკანოს" 16 წლის ფორვარდის, ფაბიან ლუსისთვის გამართულ ბრძოლაში "ბარსელონამ" მადრიდის "რეალი" დაამარცხა.

წყაროს თანახმად, ლუსიმ "რაიოს" მიერ შემოთავაზებულ პირობებზე უარი თქვა და "ბლაუგრანასთან" კონტრაქტს მოაწერა ხელი.

შეგახსენებთ, რომ ფაბიანს ძირითად გუნდში ჯერ კიდევ არ უთამაშია, თუმცა მათთან რამდენიმე ვარჯიში ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ ის გუნდის განაცხადში იგი მიმდინარე სეზონში ორჯერ მოხვდა.

თუ ESPN-ს დავუჯერებთ, ტალანტით მადრიდის "ატლეტიკოც" ინტერესდებოდა.

10 თვის წინ
5081 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვონ თუ არა რონალდ კუმანი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომდევნო სეზონშიც?

კი
არა
სულ პასუხები: 1038
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ