logo

დღე, როცა ლეო მესიმ გოლის გამო ბოდიში მოიხადა

დღე, როცა ლეო მესიმ გოლის გამო ბოდიში მოიხადა

"ბარსელონას" არგენტინელ მეგავარსკვლავს, ლიონელ მესის კარიერაში 700 გოლზე მეტი აქვს გატანილი, თუმცა შედეგიანი დარტყმის გამო მას ბოდიში მხოლოდ ერთხელ აქვს მოხდილი.

ეს ფაქტი 2015 წელს, საკლუბო მუნდიალის ფინალში დაფიქსირდა, როცა "ბლაუგრანამ" არგენტინული "რივერ პლეიტი" დაამარცხა, ანგარიშით 3:0.

ანგარიში სწორედ "ლა პულგამ" გახსნა და ემოციური აღნიშვნის მაგივრად, ხელი თითქოსდა მობოდიშების მიზნით აწია.

ამაზე შემდგომ თავად ლიონელსაც ჰკითხეს:

"ვიცი, თუ რამდენი ძალისხმევა ჩადეს "რივერის" ფანებმა აქ ჩამოსვლაში (ტურნირი ჩინეთში ჩატარდა) და რაოდენ აღტაცებულნი იყვნენ ისინი.

და აქ ვიყავი მე, არგენტინელი, რომელმაც პირველი გოლი გავიტანე და მათ ყველაფერი ჩავუშხამე. 

არ ვიცი, მართლა ვთქვი თუ არა "ბოდიში", მაგრამ ეს მობოდიშების მსგავსი რამ ნამდვილად იყო." - ბრძანა FIFA-სთან, მატჩისშემდგომ ინტერვიუში ლეომ.

შემოუერთდით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის, ლიონელ მესის ფან-კლუბს. 

4 კვირის წინ
5432 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 588
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემბელე, უმტიტი, გრიზმანი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ვიდალი, ბუსკეტსი