3 წლის წინ
რეკორდები, რომელთა დამხობაც მესის "ბარსაში" დაბრუნებით შეეძლება
რეკორდები, რომელთა დამხობაც მესის "ბარსაში" დაბრუნებით შეეძლება

ლიონელ მესის "ბარსელონაში" დაბრუნების ალბათობა უფრო და უფრო იზრდება. ამას ადასტურებს როგორც წამყვანი ჟურნალისტების მიერ მოწოდებული ცნობები, ასევე "ბლაუგრანას" ვიცე-პრეზიდენტის, რაფა იუსტეს დამაიმედებელი განცხადებაც.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, Mundo Deportivo-მ გადაწყვიტა, ჩვენთვის შეეხსენებინა რამდენიმე რეკორდი, რომელთა დამხობაც "ლა პულგას" "ბარსაში" დაბრუნების შემთხვევაში შეეძლება.

ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:

ყველაზე მეტი ტიტული ერთ კლუბში. ამჟამინდელი რეკორდსმენი - რაიან გიგზი

ყველაზე მეტი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" მაისურით. ამჟამინდელი რეკორდსმენი - ჩავი ერნანდესი (ჩავი - 151 მატჩი, მესი - 149 მატჩი)

ყველაზე მეტი გოლი კოპა დელ რეიზე "ბარსელონას" მაისურით. ამჟამინდელი რეკორდსმენი - ხოსეპ სამიტიერი (სამიტიერი - 64 გოლი, მესი - 56 გოლი)

ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. ამ რეკორდის დამყარება მესის სხვა კლუბშიც შეუძლია, თუმცა ამის "ბარსელონაში" გაკეთება გაცილებით უფრო სიმბოლური იქნება.

ჩემპიონთა ლიგის ყველაზე მეტი ტიტული "ბარსელონას" მაისურით. ამჟამინდელი რეკორდსმენი - ჩავი ერნანდესი, ლეო მესი, ანდრეს ინიესტა (სამივეს 4-4)

შეგახსენებთ, რომ 35 წლის არგენტინელს "პარი სენ-ჟერმენთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.


Facebook კომენტარები