1 წლის და 7 თვის წინ
ლაპორტა: "ბარსელონას" სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დავიცავთ"
ლაპორტა: "ბარსელონას" სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დავიცავთ"

"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ქალაქ გრანადაში არსებულ "ბლაუგრანას" მხარდაჭერთა კლუბთან შეხვედრისას ნეგრეირას სკანდალზე ისაუბრა.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" მმართველმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ კლუბს არალეგალური არაფერი ჩაუდენია და ეს ყოველივე მხოლოდ მისი სახელის ლაფში ამოსასვრელად აგორებული კამპანიაა.

"მათ ხელში არაფერი აქვთ. ერთადერთი, რაც სურდათ, ჩვენი რეპუტაციისა და კარგი სახელის შელახვაა.

"ბარსელონას" გრძნობებს არ უნდა ეთამაშო. ამ კლუბს აქვს 123-წლიანი ისტორია ფასეულობებისა, სიმამაცისა, პასუხისმგებლობისა, გულწრფელობისა და პატიოსანი თამაშის წესებით მოქმედებისა, რადგან ჩვენ ასე გვესმის ფეხბურთი, სპორტი და ცხოვრება.

რასაც ისინი გვიკეთებენ, დიდი სიმახინჯეა. ეს შეურაცხმყოფელი კამპანია დამთხვევა ნამდვილად არ არის.

არ დავუშვებ, რომ მათ ჩვენი ღირსება გაანადგურონ. "ბარსელონას" სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დავიცავთ," - თქვა ლაპორტამ.

შეგახსენებთ, რომ ნეგრეირას საქმე "ბარსას" მსაჯების მოსყიდვას აბრალებდა. მიუხედავად ბრალდების სიმძიმისა, ბოლო ცნობები ცხადყოფს, რომ "ბლაუგრანას" წინააღმდეგ ერთი სამხილიც ვერ იქნა ნაპოვნი. 


Facebook კომენტარები