ოფიციალურად: ითამაშებს თუ არა ანსუ "ოსასუნასთან"

ოფიციალურად: ითამაშებს თუ არა ანსუ "ოსასუნასთან"

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ "ბარსელონას" 17 წლის ტალანტს, ანსუმანე ფატის "ოსასუნასთან" თამაში შეეძლება.

მოგეხსენებათ, რომ გვიენა-ბისაუელი "ესპანიოლთან" შეხვედრაში უხეში თამაშისთვის გააძევეს.

სწორედ ამიტომ, არსებობდა ეჭვი, რომ ანსუს დიდხნიანი დისკვალიფიკაცია ელოდა.

მიუხედავად ამისა, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფატისთვის ერთი მატჩის გამოტოვებაც საკმარისი გახლდათ.

ეს ერთი მატჩი კი თავდამსხმელმა უკვე გააცდინა - გუშინ "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" "ვალიადოლიდს" მის გარეშე მოუგეს.

4 თვის წინ
315 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ Mybarca.ge-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 5
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ