1 წლის და 8 თვის წინ
ითამაშებს თუ არა დე იონგი "რეალთან" - ბოლო ცნობები
ითამაშებს თუ არა დე იონგი "რეალთან" - ბოლო ცნობები

ფრენკი დე იონგის "რეალთან" თამაში პრაქტიკულად გამორიცხულია, - იტყობინება ჟურნალისტი ხავი მიგელი.

Diario AS-ის რეპორტიორის თქმით, ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა დღევანდელი სავარჯიშო სესია ცუდი შეგრძნებით ჩაამთავრა.

"კლასიკოს" სასტარტო თერთმეტეულში ფრენკის ფრანკ კესიე ჩაანაცვლებს.

არადა, SPORT დღეს იტყობინებოდა, რომ დე იონგის "რეალის" წინააღმდეგ თამაშის შანსი ჯერ კიდევ არსებობდა.

24 წლის ნახევარმცველი რომ ოპტიმალურ კონდიციებში არ არის, ამას კატალონიური გამოცემაც აღიარებს, თუმცა მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, დე იონგს შეიძლება საკუთარი ჯანმრთელობით გაერისკა.

ასეა თუ ისე, ითამაშებს თუ არა დე იონგი  "კლასიკოში", დაზუსტებით მხოლოდ სამატჩო განაცხადის გამოქვეყნების შემდეგ გვეცოდინება.

შეგახსენებთ, რომ კოპა დელ რეის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრა ოთხშაბათს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები