1 წლის და 7 თვის წინ
ჩეფერინი: "ნეგრეირას საქმე? სიტუაცია ძალიან სერიოზულადაა"
ჩეფერინი: "ნეგრეირას საქმე? სიტუაცია ძალიან სერიოზულადაა"

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა "ბარსელონასთან" დაკავშირებულ "ნეგრეირას სკანდალზე" ისაუბრა.

"ვრცელი კომენტარის გაკეთება ორი მიზეზის გამო არ შემიძლია. პირველი იმიტომ, რომ ამ საქმეს ჩვენი დამოუკიდებელი სადისციპლინო კომიტეტი იძიებს. მეორე კი იმიტომ, რომ საქმეს დეტალურად არ გავცნობივარ.

მიუხედავად ამისა, თავს რაღაცის თქმის უფლებას მაინც მივცემ. გარკვეული ინფორმაცია მივიღე და სიტუაცია ძალიან სერიოზულია. ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული რამაა, რაც ფეხბურთში მინახავს.

ლა ლიგის დონეზე, რა თქმა უნდა, საქმე თაროზეა შემოდებული, რადგან "ბარსელონას" სატურნირო სანქციები ვერ შეეხება, მაგრამ საქმეს ესპანეთის პროკურატურა იძიებს. რამდენადაც უეფაში ვიცით, თაროზე არაფერია შემოდებული.

მოკვეთაფენ თუ არა "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგიდან? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც მინდა და არც შემიძლია," - თქვა ჩეფერინმა.

შეგახსენებთ, რომ უეფამ ნეგრეირას საქმის გამოძიება რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.



Facebook კომენტარები