3 წლის და 4 თვის წინ
ოფიციალურად: ესპანეთის ნაკრებში ენრიკეს დე ლა ფუენტე ჩაანაცვლებს
ოფიციალურად: ესპანეთის ნაკრებში ენრიკეს დე ლა ფუენტე ჩაანაცვლებს
ავტორი
Aa

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ჯერ ეროვნული ნაკრებიდან ლუის ენრიკეს წასვლა დაადასტურა, რამდენიმე წუთში კი "ფურია როხას" ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა გვამცნო.

რჩეული გამოცდილი სპეციალისტი, ლუის დე ლა ფუენტეა, რომელიც ბოლოს ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებს ედგა სათავეში.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ესპანეთის ეროვნულ გუნდში ახალი პროექტი უნდა დაიწყოს, რომელიც ლუის ენრიკეს მიერ გაწეულ სამუშაოზე აშენდეს. ბუნებრივია, ლუჩოსა და მისი შტაბის წევრებს მადლობაც გადაუხადეს.

შეგახსენებთ, რომ ასტურიელ სპეციალისტს თანამდებობა მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში, მაროკოსთან განცდილი მარცხის შემდეგ დაატოვებინეს. "წითელმა ხარებმა" "ატლასის ლომებთან" პენალტების სერიაში წააგეს და კატარის მუნდიალს გამოემშვიდობნენ.

რაც შეეხება ლუის დე ლა ფუენტეს, მას 2015 წელს ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი, ხოლო 2019 წელს - ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი აქვს მოგებული. რიოს ოლიმპიადაზე მისი ხელმძღვანელობით "ფურია როხამ" ვერცხლის მედალს გამოკრა ხელი.

61 წლის სპეციალისტის ხელში სხვადასხვა დროს მარკო ასენსიომ, უნაი სიმონმა, პაუ ტორესმა, პედრიმ და დანი ოლმომ გაიარეს.


Facebook კომენტარები