მადრიდის "რეალთან" სათასო დაპირისპირებამდე ერთი დღით ადრე, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი დილემის წინაშეა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 43 წლის სპეციალისტს ჯერ კიდევ არ გადაუწყვიტავს, ხვალ 4 ნახევარცველით ითამაშოს თუ მოედანზე 3 თავდამსხმელი გაიყვანოს.
4-ნახევარმცველიანმა სისტემამ "ბლაუგრანას" წინა 3 "ელ კლასიკო" მოაგებინა. სამაგიეროდ, მარცხენა გარემარბის პოზიციაზე ნომინალური შემტევის განმწესება გუნდის იერიშებს უფრო სახიფათოს გახდის.
ჩავის სასტარტო შემადგენლობის ორი ვარიანტი აქვს:
სამშემტევიან სქემაში შეიძლება მარცხენა ფლანგზე ფერან ტორესი ვიხილოთ, ხოლო სერხი რობერტო ფრანკ კესიემ ჩაანაცვლოს.
შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალური ჯახის პირველი მატჩი "ბარსამ" "სანტიაგო ბერნაბეუზე" მინიმალური სხვაობით მოიგო. ხვალინდელი შეხვედრა თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.