1 წლის და 7 თვის წინ
ყოფილი მსაჯი: "ბარსელონამ" ნეგრეირას ტყუილები დაიჯერა"
ყოფილი მსაჯი: "ბარსელონამ" ნეგრეირას ტყუილები დაიჯერა"

ყოფილმა ესპანელმა მსაჯმა პიმო სამორანომ "ნეგრეირას სკანდალზე" ისაუბრა.

"ჩემთვის არასდროს უთხოვიათ, რომ "ბარსელონას" სასარგებლოდ მემსაჯა. შეუძლებელია ეს მე ან ჩემმა კოლეგებმა ვაღიაროთ, რადგან ასეთი რამ უბრალოდ არ მომხდარა.

ნეგრეირას გავლენა არაფერზე ჰქონია.

სამსაჯო კომიტეტში ნეგრეირა ძირითადად დეკორატიული ფიგურა იყო. იგი გავლენას ვერაფერზე ახდენდა. მიუხედავად ამისა, როცა სამსაჯო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს ფულს უხდი, გულის სიღრმეში გჯერა, რომ ის რაღაც სარგებელს მოგიტან.

ვფიქრობ, "ბარსელონამ" ნეგრეირას ტყუილები დაიჯერა," - თქვა სამორანომ.

შეგახსენებთ, რომ "ბარსა" სამსაჯო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს ფულს დაახლოებით 18 წლის განმავლობაში უხდიდა. კატალონიელთა მტკიცებით, ისინი საკონსულტაციო ხასიათის მომსახურებაში იხდიდნენ ფულს. მტკიცებულებები, რომლებიც "ბარსელონას" მიერ მსაჯების მოსყიდვას დაადასტურებდნენ, ნაპოვნი ვერ იქნა.


Facebook კომენტარები