logo

კოუტინიოს მომავალი გადაწყვეტილია

კოუტინიოს მომავალი გადაწყვეტილია

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი, ფელიპე კოუტინიო მიუნხენის "ბაიერნშია" განათხოვრებული.

"რეკორდმაისტერს" 27 წლის ვირტუოზის გამოსყიდვა მომავალ ზაფხულს 120 მილიონად შეეძლება. მოვლენების ამგვარ განვითარებას ბევრი ელოდა, მაგრამ ვითარება შეიცვალა.

თუ გერმანულ გამოცემა Bild-ს ვენდობით, "ალიანც არენას" ბინადრების შეფობა უკმაყოფილოა ფელიპეს თამაშით, ამიტომ არც მის გამოსყიდვას გეგმავენ.

ასე და ამგვარად, ივნისში კოუტინიო კვლავ კატალონიაში დაბრუნდება. იმის გათვალისწინებით, რომ გავრცელებული ცნობების თანახმად იგი კიკე სეტიენის ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელია, არაა გამორიცხული, ფელიპე ამ ინფორმაციამ გაახაროს კიდეც.

7 თვის წინ
4847 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 431
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემბელე, უმტიტი, გრიზმანი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ვიდალი, ბუსკეტსი