logo

ადამა ტრაორემ "ბარსელონაში" დაბრუნებაზე ისაუბრა

ადამა ტრაორემ "ბარსელონაში" დაბრუნებაზე ისაუბრა

როგორც მოგეხსენებათ, უკანასკნელ თვეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" "ვულვზის" ახალგაზრდა გარემარბის, ადამა ტრაორეს დამატება სურდა.

იმის გათვალისწინებით, რომ "ვულჰემპრტონის" ლიდერი სწორედ "ბლაუგრანას" სკოლის აღზრდილია და პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში იგი საოცრად გამოიყურება, ეს ცნობა რეალობასთან ახლოს უნდა ყოფილიყო.

აღნიშნულ მითქმა-მოთქმას თავად ადამა Cadena Cer-თან საუბარში გამოეხმაურა:

"ბარსელონაში" დაბრუნება? მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ამიტომ რატომაც არა? კატალონიაში 10 წლის მანძილზე ვიყავი და კარგი მოგონებებიც შემომრჩა." - განაცხადა ტრაორემ.

4 თვის წინ
393 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1008
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ