1 წლის და 7 თვის წინ
საოცარი შეთავაზება მესის - რაზე იტყვის ის უარს "ბარსას" გამო
საოცარი შეთავაზება მესის - რაზე იტყვის ის უარს "ბარსას" გამო

"ალ ჰილალმა" ლიონელ მესის ოფიციალური შეთავაზება გაუგზავნა, - იუწყება ფაბრიციო რომანო.

იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, არაბული კლუბი 35 წლის მეგავარსკვლავს წელიწადში 400 მილიონ ევროს სთავაზობს.

მიუხედავად ამ წინადადების მაცდურობისა, ლეოს პრიორიტეტი კარიერის ევროპაში გაგრძელებაა.

მესის გეგმების შესახებ დაწერა Footmercato-მაც.

წყაროს თანახმად, "ბარსელონას" "ლა პულგასთვის" წლიურ ანაზღაურებად მაქსიმუმ 10 მილიონი ევროს შეთავაზება შეუძლია და ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელი მზადაა, ამ წინადადებას დასთანხმდეს.

მაშასადამე, ერთ მხარეს მესისთვის წლიური 400 მილიონი ევრო და არაბული თავგადასავალი დგას, მეორე მხარეს კი ფინანსურად გაცილებით უარესი შეთავაზება და მშობლიური კედლები.

შეგახსენებთ, რომ დღეს ფრანგული პრესის მიერ გავრცელებული ცნობების მიხედვით, არგენტინელი შემტევის "პარი სენ-ჟერმენში" დარჩენა პრაქტიკულად გამორიცხულია.


Facebook კომენტარები