4 შემთხვევა, როცა ლეო მესის გარშემო სკანდალი ააგორეს

4 შემთხვევა, როცა ლეო მესის გარშემო სკანდალი ააგორეს

კატალონიის "ბარსელონას" ლიდერი ლეო მესი ერთ-ერთი ყველაზე პატიოსანი ადამიანია.

მიუხედავად ამისა, არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა არგენტინელის გარშემო სკანდალი აუგორებიათ. გთავაზობთ, 4 ასეთ ფაქტს.

  • სოციალური ქსელი - რამდენიმე თვის წინ პრესამ სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც "ბარსამ" დაიქირავა კომპანია, რომლის მიზანი ლეო მესისა და სხვა ლეგენდების იმიჯის შელახვა იყო. როგორც გაირკვა, ეს სიცრუე იყო. კლუბმა დაადასტურა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
  • "ინტერში" გადაბარგება - ლეოს ერთგულების შესახებ ბევრს არ ვისაუბრებ, რადგან ეს ისედაც ყველამ კარგად იცის. მიუხედავად ამისა, რამდენჯერმე მედია "ლა პულგას" წასვლაზე ალაპარაკდა. მათ შორის ყველაზე სერიოზულად საქმე, მაშინ იყო, როცა პრესამ მესის "ინტერში" გადასვლა გადაუწყვიტა. ამასთან დაკავშირებით, ლეომ ინსტაგრამზე დაწერა, რომ ეს ინფორმაცია სიცრუე იყო.
  • მესამე შემთხვევა რონალდინიოს უკავშირდება. ალბათ შეხსენება არ გჭირდებათ, რომ გაზაფხულის დასაწყისში გაუჩო და მისი ძმა პარაგვაის ციხეში იმყოფებოდნენ. გირაოს გადახდის შემდგომ კი ისინი გაათავისუფლეს. მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითოქოს ეს თანხა, რომელიც 1.6 მილიონს უტოლდებოდა, მესიმ გადაიხადა, თუმცა ლეომ ეს ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით უარყო.
  • მეოთხე შემთხვევა შედარებით უცნობი ფაქტია. 2016 წელს მედიამ გვაუწყა, რომ ჟოანა გონსალესს წლების წინ მესისთან ურთიერთობა ჰქონდა. მეტიც, თავად მოდელმა განაცხადა, რომ არგენტინელთან სექსი ისეთივე იყო, როგორც მკვდარ სხეულთან. თუმცა რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. "ლა პულგა" დღემდე მისი ბავშვობის სიყვარულის, ანტონელას ერთგულია.

4 თვის წინ
604 / 0
Maluta
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ Mybarca.ge-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 6
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ