3 წლის წინ
ჩავი: "ამ შედეგზე უკეთ ვითამაშეთ"
ჩავი: "ამ შედეგზე უკეთ ვითამაშეთ"
ავტორი
Aa

ცოტა ხნის წინ, დამთავრდა კოპა დელ რეის ნახევარფინალური მატჩი, "ბარსელონასა" და "რეალის" წინ, სადაც კატალონიელები მადრიდელებთან 0:4 დამარცხდნენ.

"მძიმე მარცხია, რომელმაც გვატკინა. რთული ღამის შემდეგ უნდა ვიყოთ ერთიანები, რომ ამის მონელება შევძლოთ. იმაზე უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე შედეგი ამბობს."

"პირველ ტაიმში ძალიან კარგები ვიყავით, მათი კონტრშეტევა ბოლო წუთზე უნდა შეგვეწყვიტა. გოლმა შესვენების შემდეგ მოგვკლა. ჩვენ უნდა ვიყოთ თვითკრიტიკული და გავაგრძელოთ."

"ჩვენ ძალიან კარგად ვიასპარეზეთ პირველ თამაშში და ამ მატჩის პირველ ტაიმში. მე უკვე ვთქვი, რომ მადრიდელები ფავორიტები იყვნენ, ისინი ჩემპიონთა ლიგის ბოლო გამარჯვებულები არიან."

"ჩემი აზრით, სუპერთასის და ლა ლიგის მოგება კარგ სეზონს ნიშნავს." - თქვა ჩავიმ.


Facebook კომენტარები