logo

რას თხოვს ტერ შტეგენი "ბარსას" - დეტალები

რას თხოვს ტერ შტეგენი "ბარსას" - დეტალები

კატალონიური გამოცემა Ara იტყობინება, რომ "ბარსელონას" გერმანელ გოლკიპერს, მარკ ანდრე ტერ შტეგენს ახალ კონტრაქტზე გადაწყვეტილების მისაღებად დრო სჭირდება და სწორედ ამას ითხოვს კლუბისგან.

მოგეხსენებათ, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერები" ტერ შტეგენს ხუთწლიან ხელშეკრულებას სთავაზობენ და სწორედ ეს გახლავთ განხილვის საგანი.

წყაროს თანახმად, მარკს ჯერ სურს, გაიგოს, თუ ვინ იქნება "ბლაუგრანას" მომდევნო მწვრთნელი და ზოგადად, რაში მდგომარეობს კლუბის სამომავლო პროექტი.

მას შემდეგ, რაც 28 წლის მეკარეს ამ დეტალებს გააცნობენ, ისიც საბოლოოდ გადაწყვეტილებას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ გერმანელი ამჟამად "ბარსაში" წლიურად 4 მილიონ ევროს იღებს და თუ გავრცელებულ ცნობებს დავუჯერებთ, მას ხელფასიც მნიშვნელოვნად გაეზრდება.

3 თვის წინ
498 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 859
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ