1 წლის და 1 თვის წინ
არაუხო: "ვინისიუსი მთელი მატჩი ამას აკეთებდა"
არაუხო: "ვინისიუსი მთელი მატჩი ამას აკეთებდა"

"ბარსელონამ" სეზონის მეოთხე "კლასიკო" კატასტროფულად ჩაატარა. "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" "რეალისგან" 4 უპასუხო გოლი მიიღეს და ესპანეთის თასის გათამაშებას ნახევარფინალიდან გამოეთიშნენ.

წაგებული მატჩი "ბლაუგრანას" ურუგვაელმა მცველმა რონალდ არაუხომ შეაფასა.

22 წლის უკანახაზელმა განსაკუთრებული ყურადღება "სამეფო კლუბის" ბრაზილიელი გარემარბის, ვინისიუსის საქციელზე გაამახვილა.

"ყოველთვის ვცდილობ, რომ მეტოქეს პატივი ვცე, მაგრამ ამაღამ ცოტა გავცხარდი. როცა ვიღაც პატივს არ მსცემს, მას პასუხი უნდა გავცე.

ვინისიუსი? ის დიდებული ფეხბურთელია, თუმცა მხოლოდ ფეხბურთზე უნდა ფოკუსირდეს. მთელი მატჩის განმავლობაში იგი ჩვენს ფეხბურთელებს ამას თუ იმას ეუბნებოდა.

ეს მძიმე მარცხია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს. ჩვენი მთავარი მიზანი ლა ლიგის მოგებაა.

როდესაც მეორე გოლს ვუშვებთ, გუნდი ინგრევა. ეს უნდა გამოვასწოროთ. მეორე შემთხვევაა, როცა მსგავსი რამ დაგვემართა," - თქვა არაუხომ.

შეგახსენებთ, რომ ორი მატჩის ჯამში, კატალონიელებმა თავიანთ პრინციპულ მეტოქესთან ანგარიშით 1:4 წააგეს.


Facebook კომენტარები