1 წლის და 7 თვის წინ
"ბარსას" ტრავმირებულების დაბრუნების დრო ცნობილია
"ბარსას" ტრავმირებულების დაბრუნების დრო ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, ერთადერთი ტურნირი, რომელზეც "ბარსელონა" ჯერ კიდევ ასპარეზობს, ლა ლიგაა. მართალია, სატურნირო ცხრილს "ბლაუგრანა" მთელი 12 ქულიანი სხვაობით ლიდერობს, თუმცა მათ განაღდებული ჯერ კიდევ არაფერი აქვთ, ამიტომ მოდუნების დრო არ არის.

ბუნებრივია, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" გულშემატკივრები ახლა იმ ფეხბურთელთა დაბრუნებას ელოდებიან, რომლებიც გუნდს ტრავმის გამო ვერ ეხმარებიან.

Diario AS წერს, რომ ფრენკი დე იონგი კატალონიურ გრანდს მომდევნო უქმეებზე, "ჟირონას" წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის დაუბრუნდება.

რაც შეეხებათ პედრის, უსმან დემბელესა და ანდრეას კრისტენსენს, ყველაზე ცუდ შემთხვევაში მათ მოედანზე 23 აპრილს, მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ ხსენებული ოთხეულის დანაკლისის ფონზე, "ბარსელონამ" საშინაო "ელ კლასიკო" ოთხბურთიანი სხვაობით წააგო და კოპა დელ რეის გათამაშებას ნახევარფინალური ეტაპიდან გამოეთიშა.


Facebook კომენტარები