3 წლის წინ
ჩავიმ ლაპორტას მოთხოვნა წაუყენა - რა სურს მაესტროს
ჩავიმ ლაპორტას მოთხოვნა წაუყენა - რა სურს მაესტროს

"რეალთან" განადგურების შემდეგ მალევე, ჩავი ჟოან ლაპორტასა და კლუბის სხვა აღმასრულებლებს შეხვდა, - იუწყება Diario AS-ის ჟურნალისტი ხავი მიგელი.

წყაროს თანახმად, "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა პრეზიდენტს პირდაპირ მოსთხოვა ზაფხულში მარჯვენა მცველის დამატება.

ჩავიმ იცის, რომ რონალდ არაუხო და ჟიულ კუნდე დაცვის ფლანგზე თავიანთ შესაძლებლობებს სრულად ვერ ავლენენ, ამიტომ შემადგენლობაში მაღალი დონის მარჯვენა მცველის ყოფნა აუცილებელია.

"მაესტროს" რჩეული "ვილიარეალის" არგენტინელი ფლანგელი, ხუან ფოიტია. ფოიტი ჩავის მისი აჩქარების, სისწრაფისა და შეტევითი უნარების გამო მოსწონს.

მიუხედავად ერნანდესის სურვილისა, "ბარსას" ფოიტის დამატება ძალიან გაუჭირდება, რადგან ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევროა, "ყვითელი წყალქვეშა ნავი" კი მას ხსენებულ თანხაზე ნაკლებად არ დათმობს.

"ბლაუგრანას" სხვა ვარიანტებს დიეგო დალუ (მანჩესტერ იუნაიტედი) , ბენჟამინ პავარი (ბაიერნი) და ტომას მუნიე (დორტმუნდი) წარმოადგენენ. არნაუ მარტინესისა და ჟოაუ კანსელუს გადაბირების შანსი პრაქტიკულად ნულის ტოლია.


Facebook კომენტარები