3 წლის წინ
"ბარსამ" შეტევა უნდა გააძლიეროს - 4 რეალური ვარიანტი
"ბარსამ" შეტევა უნდა გააძლიეროს - 4 რეალური ვარიანტი

ესპანურმა გამოცემა Relevo-მ "ბარსელონას" კოპა დელ რეიდან გამოვარდნის ანალიზი შემოგვთავაზა და ისიც გვამცნო, თუ როგორ ეცდებიან კატალონიელები მდგომარეობის ზაფხულში გამოსწორებას.

წყაროს თანახმად, მადრიდის "რეალთან" განცდილმა კრახმა 3 რამ გამოაჩინა:

ტალანტის ნაკლებობა შეტევაში და ნახევარდაცვის შემტევ ნაწილში

დრიბლინგის უნარის დაქვეითება

თავდასხმის ხაზის გაძლიერების აუცილებლობა

იდეალურ ვითარებაში, "ბლაუგრანა" მარჯვენა მცველის პოზიციის გაძლიერებას ეცდებოდა, მაგრამ ეკონომიკური ძნელბედობა და რონალდ არაუხოსა და ჟიულ კუნდეს კარგი თამაში "ლურჯ-ბროწეულისფერთ" მთელი აქცენტის წინა ხაზზე გაკეთებას აიძულებს.

"ბარსელონას" გასახდელიდან გამომავალი ხმების მიხედვით, 4 ნახევარმცველით თამაში იდეალური არ არის, მაგრამ მარცხენა გარემარბთაგან ვერცერთი ახერხებს, იმდენად მნიშვნელოვანი იყოს, რომ ჩავიმ კვლავ 4:3:3 სქემაზე გააკეთოს არჩევანი.

Relevo-მ "ბარსას" შეტევის გაძლიერების 3 რეალური კანდიდატი დაასახელა: ლეო მესი (პსჟ), ვიტორ როკე (ატლეტიკო პარანაენსე) და იანიკ კარასკო (ატლეტიკო). გარდა ამისა, შესაძლებელია, კატალონიურმა გრანდმა ამჟამად "ოსასუნაში" განათხოვრებული აბდე ეზალზულიც დაიბრუნოს.

ასეა თუ ისე, აშკარაა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" ხელმძღვანელობას ბევრი საქმე ექნება, ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა კი სწორედ შემტევი რესურსის გაზრდა იქნება.


Facebook კომენტარები