1 წლის და 8 თვის წინ
რა უთხრა ჩავიმ ფეხბურთელებს "კლასიკოში" მარცხის შემდეგ
რა უთხრა ჩავიმ ფეხბურთელებს "კლასიკოში" მარცხის შემდეგ

Diario AS-ის ჟურნალისტმა ხავი მიგელმა, რომელიც "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის გარემოცვასთანაა დაახლოებული, ჩავის მიერ წაგებული "კლასიკოს" შემდეგ ფეხბურთელებთან გაჟღერებული მიმართვა გაგვაცნო.

"სრულიად მესმის თქვენი სიბრაზის, რადგან მეც გაბრაზებული ვარ. პირველ ტაიმში ისინი ხელში გვყავდა, მაგრამ მას მერე, რაც ანგარიში 0:2 გახდა, ავირიეთ.

ახლა წამოდგომა გვჭირდება. სინანულის დრო არ არის, ჩვენ დიდებული სეზონი გვაქვს და ლა ლიგის მოგება საბოლოო ჯილდოა. 

ეს ტიტული ჩვენ გამარჯვებას გვაგრძნობინებს. იმ გამარჯვებას, რომლისთვისაც პირველივე დღიდან ვიბრძოდით," - უთქვამს "მაესტროს" თავისი შეგირდებისთვის.

"ბლაუგრანაში" საშინაო ტრებლის მოგება სურდათ, მაგრამ კოპა დელ რეიდან გავარდნის გამო, გუნდი მხოლოდ ესპანეთის სუპერთასითა და ლა ლიგით უნდა დაკმაყოფილდეს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის 2022/2023 წლების სეზონის დასრულებამდე 11 ტურია დარჩენილი, "ბარსა" კი სატურნირო ცხრილს 11-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.


Facebook კომენტარები