3 წლის წინ
"ბარსელონა" ლა ლიგის წარმომადგენლებს შეხვდება - მიზეზი მესია
"ბარსელონა" ლა ლიგის წარმომადგენლებს შეხვდება - მიზეზი მესია

"ბარსელონამ" ლა ლიგის აღმასრულებლებთან შეხვედრა დანიშნა, სადაც ლიონელ მესის გუნდში დაბრუნების შესაძლებლობა იქნება განხილული, - იუწყება SPORT.

"ბლაუგრანას" დელეგაცია, მატეუ ალემანის ხელმძღვანელობით, ლა ლიგის რამდენიმე წარმომადგენელს შეხვდება და გაარკვევს, რამდენად შესაძლებელია ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელის კვლავ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში ჩარიცხვა.

ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა უკვე გაუსვა ხაზი, რომ ზაფხულში "ბარსამ" სახელფასო განაკვეთი 200 მილიონი ევროთი უნდა შეამციროს.

გავრცელებული ცნობების მიხედვით, "ბარსა" მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებს მესის ტრანსფერზე მუშაობას, თუ ლა ლიგისგან გარკვეულ გარანტიებს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ლეო ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება. უდიდესი ალბათობით, "პარი სენ-ჟერმენთან" იგი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.


Facebook კომენტარები