3 წლის და 7 თვის წინ
ამრაბატს "ბარსელონაში" უნდა - როგორია კლუბის პოზიცია
ავტორი
Aa
სოფიან ამრაბატს "ბარსელონასი" თამაშის დიდი სურვილი აქვს, - იუწყება Diario SPORT.
მაროკოელი ნახევარმცველი ზაფხულში გუნდის შეცვლას აუცილებლად დასთანხმდება, თუ "ფიორენტინა" სარფიან შეთავაზებას მიიღებს.
მიუხედავად ამრაბატის სურვილისა, ნაკლებსავარაუდოა, "ბლაუგრანამ" ტრანსფერი განახორციელოს. "ლურჯ-ბროწეულისფერნი" აქცენტს "მანჩესტერ სიტის" გერმანელ ნახევარმცველზე, ილქაი გიუნდოგანზე გააკეთებენ, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.
"ბარსა" სოფიანის დამატებას იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე ცდილობდა, თუმცა შეთავაზება, რომელიც იჯარას + გამოსყიდვის ვალდებულებას მოიცავდა, "იებმა" უარით გაისტუმრეს.
26 წლის შუახაზელს ტოსკანელებთან კონტრაქტი 2024 წლის პირველ ივლისამდე აკავშირებს.
მიმდინარე სეზონში ამრაბატმა 39 მატჩი ჩაატარა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი