logo

ობამეიანგმა "ბარსელონას" პასუხი გასცა

ობამეიანგმა "ბარსელონას" პასუხი გასცა

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" აგრძელებს ლონდონის "არსენალის" გაბონელ თავდამსხმელ პიერ ემერიკ ობამეიანგზე დაკვირვებას.

ახლა კი კატალონიური გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, რომ 32 წლის ცენტრფორვარდი კარიერის "კამპ ნოუზე" გაგრძელებას დასთანხმდა.

წყაროს თანახმად, ობა მოხარულია "ლურჯ-ბროწეულისფერთა" შეთავაზებით და ახლა კლუბებს შორის შეთანხმებას ელის.

აღსანიშნავია, რომ პიერ ემერიკს "მეთოფეებთან" კონტრაქტი 2021 წელს ეწურებს, რის გამოც "ბარსას" მისი შეღავათიან ფასში დამატების იმედი აქვს.

3 კვირის წინ
4969 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 366
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ