logo

აგენტი "ბარსელონას" წარმომადგენლებს შეხვდა - ტრანსფერი ახლოვდება

აგენტი "ბარსელონას" წარმომადგენლებს შეხვდა - ტრანსფერი ახლოვდება

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" აგრძელებს ტრავმირებული ლუის სუარესის დროებითი შემცვლელის ძებნას. გავრცელებული ცნობების თანახმად, ხელმძღვანელობა ყველაზე რეალურ ვარიანტად "ვალენსიას" როდრიგო მორენოს განიხილავს.

ახლა კი ესპანური გამოცემა Sport იტყობინება, რომ "ბლაუგრანას" შეფობა როდრიგოს აგენტ ჟორჟე მენდეშს შეხვდა. წყაროს თანახმად, აგენტი ოპტიმისტურადაა განწყობილი და სჯერა, რომ მისი კლიენტი "კამპ ნოუზე" იჯარით აღმოჩნდება.

ასევე ვიგებთ, რომ მენდეში "ლურჯ-ბროწეულისფერთა" წარმომადგენლებს ნელსონ სემედუს მომავალზეც გაესაუბრა. შეგახსენებთ, რომ ჟორჟე პორტუგალიელი ფლანგელის აგენტიც გახლავთ.

7 თვის წინ
3756 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 431
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემბელე, უმტიტი, გრიზმანი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ვიდალი, ბუსკეტსი