1 წლის და 7 თვის წინ
3 ფაქტორი, რაც მესის დაბრუნებას რეალურს ხდის
3 ფაქტორი, რაც მესის დაბრუნებას რეალურს ხდის

Marca-ს ჟურნალისტი ლუის ფელიპე როხო წერს, რომ არსებობს რამდენიმე მიზეზი, რატომაც ლიონელ მესის "ბარსელონაში" დაბრუნება რეალური გახდა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის წინ ეს წარმოუდგენელი ჩანდა.

უპირველეს ყოვლისა, ლეოს დარწმუნებაში მთავარი როლი ჩავი ერნანდესს მიუძღვის. "ბარსას" თავკაცი არგენტინელ მეგავარსკვლავთან უწყვეტ კონტაქტზეა. მან "ლა პულგას" რამდენჯერმე უთხრა, რომ კარი ღიაა.

მეორე ფაქტორი მესის ძველ მეგობრებთან გაერთიანების პერსპექტივაა. ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელს ძალიან სურს სერხიო ბუსკეტსთან და ჟორდი ალბასთან თანაგუნდელობის აღდგენა. სწორედ ამიტომ სთავაზობენ "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ბუსკეტსს ახალ კონტრაქტს, ხოლო ალბას გუნდიდან წასვლისკენ აღარ მოუწოდებენ.

მესამე მიზეზად კი როხო ჟერარ პიკეს მიერ კარიერის დასრულებას ასახელებს.

ლეო ისევ განაწყენებულია "ბარსას" ყოფილ მცველზე, რადგან მიაჩნია, რომ ჟერარმა მათ მეგობრობას უღალატა და "ბარსელონას" ხელმძღვანელობა მესის გაშვების მართებულობაში დააჯერა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსას" ლეოსთვის შეთავაზება ჯერ კიდევ არ წარუდგენია. კატალონიური გრანდი ჯერ ლა ლიგასთან გაივლის კონსულტაციებს და მხოლოდ გარანტიების მიღების შემდეგ გადავა მოქმედებაზე.


Facebook კომენტარები