"ბარსელონადან" პამპლონურ "ოსასუნაში" განათხოვრებული აბდე ეზალზული ბრწყინვალე სეზონს ატარებს. მაროკოელმა შემტევმა გუშინ მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა, "ელჩეს" დუბლი შეუსრულა და ნავარელებს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.
ეზალზულის თამაშის ხარისხზე მეტყველებს ერთი სტატისტიკური მაჩვენებელიც.
მიმდინარე სეზონში აბდე ლა ლიგის საუკეთესო დრიბლიორია. მატჩში იგი საშუალოდ 4.1 წარმატებულ დრიბლინგს აკეთებს, რაც პრიმერაში საუკეთესო მაჩვენებელია.
შედარებისთვის, მადრიდის "რეალის" ბრაზილიელ ვარსკვლავს, ვინისიუსს წარმატებული დრიბლინგების საშუალო მაჩვენებელი 3.1 აქვს.
გასულ სეზონში 21 წლის ფეხბურთელი 90 წუთში 5.26 წარმატებულ დრიბლინგს ახორციელებდა, მაგრამ მაშინ იგი გაცილებით ნაკლებ სათამაშო დროს იღებდა.
SPORT-ის ინფორმაციით, "ბარსელონაში" გადაწყვეტილი აქვთ, რომ ზაფხულში აბდე დაიბრუნონ. მომდევნო სეზონში იგი შემადგენლობის წევრი იქნება.