logo

"ბარსა" დანებდა - მორიგი დაზიანების გამო, კლუბი დემბელეს შეელევა

"ბარსა" დანებდა - მორიგი დაზიანების გამო, კლუბი დემბელეს შეელევა

როგორც AS იტყობინება, ვარჯიშის დროს კუნთზე ისევ დისკომფორტი იგრძნო უსმან დემბელემ. ფრანგ ვარსკვლავს ტრავმა აწუხებს, რის გამოც სავარჯიშო დატვირთვა კიდევ უფრო შეუმცირეს.

ჭორების მიხედვით, მას შესაძლოა "ნაპოლის" წინააღმდეგ ეთამაშა, თუმცა უკვე სრულიად სხვა სიტუაციაა. უსმანი შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაზე საერთოდ ვერ დაეხმაროს "ბლაუგრანას."

წყაროს ინფორმაციით, ამ ყველაფრის გამო "ბარსელონამ" მასთან განშორება გადაწყვიტა. კატალონიელები მის გაყიდვას ან შესაძლო გაცვლაში ჩართვას ეცდებიან.

შესაძლოა დემბელემ უკვე ითამაშა ბოლო მატჩი "ბარსასთვის", რადგან კლუბი აქტიურად ეძებს მსურველს, რომელიც ფრანგ შემტევს დაიმატებს.

2 თვის წინ
560 / 0
George
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 797
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ