2 წლის და 10 თვის წინ
ზუბიმენდი გამოირიცხა - ვისზე გადაერთვება "ბარსა"
ავტორი
Aa
მარტინ ზუბიმენდის "ბარსელონაში" გადასვლა პრაქტიკულად გამორიცხულია, - იუწყება Relevo.
მიზეზი ესპანელი ნახევარმცველის გამოსასყიდი თანხაა, რომელიც 60 მილიონ ევროს შეადგენს.
"ბლაუგრანას" 60 მილიონი ევროს გადახდა არ შეუძლია, "რეალ სოსიედადი" კი ზუბიმენდის ამ თანხაზე ნაკლებად არ შეელევა.
წყაროს თანახმად, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" სოფიან ამრაბატზე გადაერთვებიან.
"ფიორენტინას" მაროკოელ შუახაზელს ძალიან უნდა კატალონიური გრანდის ღირსების დაცვა, რაც "ბარსასთვის" მნიშვნელოვანი უპირატესობაა.
26 წლის ფეხბურთელმა "იების" მაისურით მიმდინარე სეზონში 39 მატჩი ჩაატარა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი