logo

Mundo Deportivo: "ბარსელონა" დე იონგის იმედზეა

Mundo Deportivo: "ბარსელონა" დე იონგის იმედზეა

როგორც მოგეხსენებათ, 8 აგვისტოს "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი ელის, "ნაპოლის" წინააღმდეგ.

ამ შეხვედრას "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ნახევარდაცვა შეთხელებული შემადგენლობით ხვდება, რადგან დისკვალიფიკაციების გამო გუნდს არტურო ვიდალი და სერხიო ბუსკეტსი დააკლდებიან.

Mundo Deportivo წერს, რომ ამ ვითარებაში ლიდერის როლი "ბლაუგრანას" ნიდერლანდელმა შუახაზელმა, ფრენკი დე იონგმა უნდა იკისროს.

23 წლის ფეხბურთელს საბოლოოდ მიეცემა იმის საშუალება, რომ საყრდენის პოზიციაზე დადგეს და თავისი შესაძლებლობები ბოლომდე დაგვანახოს.

სასიხარულოა ისიც, რომ ფრენკიმ ტრავმა ფაქტობრივად ბოლომდე მოიშუშა და მატჩს საუკეთესო კონდიციებში ხვდება.

4 დღის წინ
308 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 562
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემბელე, უმტიტი, გრიზმანი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ვიდალი, ბუსკეტსი