logo

4 რამ, რასაც ფრანსიშკუ ტრინკაუ "ბარსას" მოუტანს

4 რამ, რასაც ფრანსიშკუ ტრინკაუ "ბარსას" მოუტანს

სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ არის გარკვეული დრო დარჩენილი, თუმცა "ბარსელონას" გულშემატკივრებს უკვე ერთი სული აქვთ, თუ როდის იხილავენ ფრანსიშკუ ტრინკაუს მათი საყვარელი გუნდის მაისურში.

20 წლის პორტუგალიელი სუპერტალანტი "ბლაუგრანამ" იანვარში, "ბრაგადან" 31 მილიონ ევროდ იყიდა და სეზონის ბოლომდე იქვე დატოვა.

"ბრაგაში" თავისი უკანასკნელი მატჩი ფრანსიშკუმ უკვე ჩაატარა და ახლა ჩემპიონთა ლიგის ჩამთავრებას ელოდება, რათა "ბარსას" შეუერთდეს.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" ოფიციალური გვერდი გვთავაზობს 4 სარგებელს, რასაც ტრინკაუ კატალონიურ გრანდს მოუტანს:

1. ახალგაზრდა და ნიჭიერი შემტევი წინა ხაზში

2. არის ცაცია, მაგრამ შეუძლია ნებისმიერ პოზიციაზე თამაში

3. სწრაფი და ტექნიკური

4. აქვს უნარი, რომ დრიბლინგით გასცდეს ბევრ მეტოქეს

4 დღის წინ
224 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 562
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემბელე, უმტიტი, გრიზმანი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ვიდალი, ბუსკეტსი